ანონსები
18 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ პრეზენტაციას, რომელსაც წარადგენს ქართულ-ჩინური მედია პლატფორმა - "სინომედია • Sinomedia".
"ქართულ-ჩინური მედია პლატფორმა - "სინომედია • Sinomedia" ატარებს უპრეცედენტო ქართულენოვან ონლაინ კონკურსს - “ჩინეთის ექსპერტი 2017”.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა, გახდეთ ჩინეთის ექსპერტი და გაემგზავროთ ჩინეთში!
კონკურსი ტარდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს,
მონაწილეებს ასევე ელით საჩუქრები.
ონლაინ ტესტირება ტარდება ჩინეთის შესახებ ქართულ ენაზე!!!
60კითხვა, თავისი 4 სავარაუდო პასუხით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 60 წლამდე პირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
დარეგისტრირდით აქ ➡ http://bit.ly/2x8FHtb
ისინი ვინც უკვე იცნობენ ან უბრალოდ დაინტერესებულნი არიან ჩინეთითა და მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, მათ საუკეთესო შანსი ეძლევათ კონკურსის გამარჯვების შემთვევაში სრული დაფინანსებით გაემგზავრონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ასევე კონკურსის სხვა მონაწილეებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელით.
18 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ საჯარო ლექციას და მიიღონ დეტალური ინფომრაცია კონკურსთან დაკავშირებით.
თარიღი: 18.10.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 16:00 სთ